ბელარუსის ნაკრები თბილისში საუკეთესო ბომბარდირის გარეშე ჩამოდის

8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში “დინამო არენაზე” ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა იმ 28 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც თბილისში გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსს “ჯვაროსნებთან” ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი და ნაკრების მოქმედი საუკეთესო ბომბარდირი, სტანისლავ დრაგუნი.

როგორც ცნობილია, 32 წლის ნახევარმცველს კორონავირუსი აქვს, რის გამოც “ბატეში” დიდი ხანია არ გამოჩენილა.

ბელარუსის ნაკრები თბილისში საუკეთესო ბომბარდირის გარეშე ჩამოდის

სტატიის ავტორი
-