ბენიტესი: “ხამესისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია”

“ევეეტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ხამეს როდრიგესის შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ევროპული კარიერა დაასრულა და სათამაშოდ ყატარულ “ალ-რაიანში” გადავიდა.

“ხამეს როდრიგესს კომფორტული ცხოვრება და ფული უფრო ურჩევნია, ვიდრე ფეხბურთი. ის ბევრს არ შრომობს, თუმცა საკუთარ თავს მაინც სასტარტო 11-ეულში ელის. ეს ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება იმ ფეხბურთელებისადმი, რომლებიც ბევრს ვარჯიშობენ და მაინც სათადარიგო სკამზე ხვდებიან” – თქვა ბენიტესმა.

30 წლის ხამეს როდრიგესს “ევერტონში” უდისციპლინობისა და ტრავმების გამო პრობლემები შეექმნა. ამის მიუხედავად, გასულ სეზონში კოლუმბიელმა ნახევარმცველმა 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბენიტესი: “ხამესისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია”

სტატიის ავტორი
-