ბექა ბურჯანაძე მატჩის წინ ხოაკინის მაისურით მივიდა | PHOTO

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბეტისის” კალათბურთელი – ბექა ბურჯანაძე, მატჩის წინ ესპანური ფეხბურთის ლეგენდის – ხუაკინის საპატივცემულოდ, მისი მაისურით მივიდა.

ბექა ბურჯანაძე მატჩის წინ ხოაკინის მაისურით მივიდა | PHOTO 1

ბექა ბურჯანაძე ახალ სეზონში “გრან კანარიადან” “ბეტისში” გადავიდა და სადებიუტო მატჩში საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა, სადაც “ანდორას” წინააღმდეგ 17 ქულა ჩააგდო და საკუთარ კლუბს გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა.

3 მატჩის შემდეგ, “ბეტისი” 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით მე-16 ადგილზე 2 ქულით იმყოფება. ბექა ბურჯანაძე და “ბეტისი” შემდეგ მატჩს “ბროგანის” წინააღმდეგ გამართავენ.

ბექა ბურჯანაძე მატჩის წინ ხოაკინის მაისურით მივიდა | PHOTO

სტატიის ავტორი
-