“ბირმინგემმა” გრილიშზე თავდამსხმელს განაჩენი გამოუტანა

როგორც მოგეხსენებათ დღეს ინგლისის ჩემპიონშიფში ბირმინგემული დერბი გაიმართა. “ბირმინგემმა” შინ “ასტონ ვილას” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის მეცხრე წუთზე სტადიონზე მასპინძელთა გულშემატკივარი შემოვარდა და სტუმართა თავდამსხმელს, ჯეკ გრილიშს თავს დაესხა.

მოგვიანებით “ბირმინგემ სიტიმ” ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა: “კლუბის სახელით ბოდიშს ვუხდით ჯეკ გრილიშსა და “ასტონ ვილას” დღევანდელ დერბიში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენ ვგმობთ მომხდარს, აღნიშნული გულშემატკივარს სამუდამოდ აეკრძალება “სენტ ენდრიუსზე” შემოსვლა, კლუბი ასევე ითანამშრომლებს გამოძიებასთან”

“ბირმინგემმა” გრილიშზე თავდამსხმელს განაჩენი გამოუტანა

სტატიის ავტორი
-