ბობ მარლის შვილის დახმარებით იამაიკის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

სედელა მარლი, ადამიანი, რომელმაც იამაიკის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. 

იამაიკა გახდა კარიბის ზღვის აუზის პირველი ქვეყანა, რომელიც ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. “სედელა იამაიკის ქალთა ფეხბურთის მხსნელია” – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰუ მარტინესმა.

2010 წელს იამაიკის ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა ფეხბურთი, პრაქტიკულად, გაანადგურა.  ნაკრები “ფიფას” რეიტინგიდანაც ამოიღეს. 2014 წელს მარლიმ ფეხბურთის აღზევება თავის თავზე აიღო.

“იამაიკის ქალთა ფეხბურთმა უნდა დაიბრუნოს სახელი. უნდა დაიბრუნოს დიდება და ღირსება” – განაცხადა მარლიმ.

იამაიკის ქალთა ნაკრები 28 ოქტომბერს “ნოტინგემ ფორესტის” ქალთა გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

იამაიკის ნაკრებს წარმატება ლეგენდარულმა  მძლეოსანმა, ასევე იამაიკელმა უსეინ ბოლტმა სოციალურ ქსელში მიულოცა.

ბობ მარლის შვილის დახმარებით იამაიკის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

სტატიის ავტორი
-