ბოკა ხუნიორსის ფანების მორიგი გასაოცარი საქციელი (კადრები)

გუშინ ბოკა ხუნიორსმა შინაურ არენა “ლა ბომბონერაზე”, რივერ პლეიტთან გასამართი ფინალის წინ უკანასკნელი ვარჯიში გამართა. კოპა ლიბერტადორესის ფინალი ორი მატჩისგან შედგება, პირველი მატჩი აღნიშნულ სტადიონზე ფრედ 2:2 დასრულდა, მეორე მატჩი კი შაბათს რივერ პლეიტის საშინაო არენაზე გაიმართება, თუმცა იმისათვის რომ ბოკას ფეხბურთელებმა თავი უძლეველებად იგრძნონ, ფანებმა ვარჯიშისას “ლა ბომბონერა” გაავსეს და 49 000-მა ადამიანმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ასე გაამხნევა.

ბოკა ხუნიორსის ფანების მორიგი გასაოცარი საქციელი (კადრები)

სტატიის ავტორი
-