ბოლივიურმა გუნდმა მეტოქეს 54-ჯერ დაურტყა, თუმცა მაინც წააგო (ვიდეო)

ისტორიული მატჩი გაიმართა კოპა სუდამერიკანას 1/32-ფინალურ ეტაპზე, სადაც ბოლივიური “ნასიონალ პოტოსი” შინ ვენესუელურ “ზულიასთან” 0:1 დამარცხდა.

სტუმარმა გუნდმა გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანა.

აღნიშნული მატჩის სენსაციურ შედეგზე მეტად ადამიანები თამაშის სტატისტიკამ გააოცა.

“ნასიონალ პოტოსიმ”, რომელიც დაპირისპირების უპირობო ფავორიტი იყო, “ზულიას” კარის მიმართულებით 54-ჯერ დაარტყა, ზუსტად 15-ჯერ, გააკეთა 530 ზუსტი პასი და ბურთის ფლობაშიც კოლოსარული უპირატესობა ჰქონდა – 80% – 20%.

აღნიშნულ გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება 16 აპრილს გაიმართება.

მატჩის ყველა მომენტი:

 

ბოლივიურმა გუნდმა მეტოქეს 54-ჯერ დაურტყა, თუმცა მაინც წააგო (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-