ბრაზილიაში ნეიმარს ქონება დაუყადაღეს

ბრაზილიის საგადასახადო სამსახურმა ბრაზილიის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავის, ნეიმარის ოჯახს ქონების ნაწილი დაუყადაღა.

მიზეზად 2013 წელს ფეხბურთელის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” გადასვლისას გადასახადებისთვის თავის არიდება სახელდება.

წყაროს ცნობით, ნეიმარის ოჯახს ჯარიმის სახით 15,7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ დაყადაღებულ ნივთებს შორისაა თვითმფრინავი, რომლის ფასი დაახლოებით 18 მილიონი ევროა და ასევე 2 მილიონად შფასებული ვერტმფრენი.

ბრაზილიაში ნეიმარს ქონება დაუყადაღეს

სტატიის ავტორი
-