ბრძოლის კვალი – როგორ გამოიყურება აინტრახტის კაპიტნის თავის ტრავმა | PHOTO

ევროპა ლიგის ფინალში “აინტრახტის” კაპიტანმა სებასტიან როდემ თავის ტრავმა მიიღო. გერმანელ ფეხბურთელს ჯონ ლუნდსტრამისგან ბუცი მოხვდა, რის შემდეგაც მას მოედანზე ნაკერები დაადეს. მიუხედავად დაღვრილი სისხლისა, როდემ თამაში მაინც გააგრძელა.

“რეინჯერსთან” პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, როდემ სოციალურ ქსელში თავისი ტრავმის ფოტო გაავრცელა: “მთავარია მოიპოვო ტიტული, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს,” – წერს 31 წლის ნახევარმცველი.

გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, თუ რამდენად მძიმე იყო სებასტიანის ტრავმა. ამ დაზიანებით ფრანკფურტელთა კაპიტანმა 90-ე წუთამდე ითამაშა.

ბრძოლის კვალი – როგორ გამოიყურება აინტრახტის კაპიტნის თავის ტრავმა | PHOTO

სტატიის ავტორი
-