ბრწყინვალე სტატისტიკა – დე პაული არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და დასკვნით ფაზაში შედის. 30 ნოემბერს C და D ჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი არგენტინა – პოლონეთის დაპირისპირება იყო.

არგენტინამ მაკალისტერისა და ალვარესის გოლებით 2:0 გაიმარჯვა და C ჯგუფი პირველი ადგილითა და 6 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე კი პოლონეთის ნაკრები 4 ქულით გავიდა.

დიდებული მატჩი ჰქონდა არგენტინის ნაკრების ნახევარმცველ – როდრიგო დე პაულს, რომელმაც ისტორიული შედეგიც დააფიქსირა. კერძოდ კი “ალბისელესტეს” 7-იანმა მატჩში 145 პასი გააკეთა, საიდანაც 137 ზუსტი იყო (მხოლოდ 8 პასი გააფუჭა). ამ შედეგით, 1966 წლის შემდეგ იგი გახდა პირველი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ კონკრეტულ მატჩში ამდენი ზუსტი პასის გაკეთება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ავსტრალიას დაუპირისპირდება, პოლონეთის ნაკრების მეტოქე კი საფრანგეთი იქნება.

ბრწყინვალე სტატისტიკა – დე პაული არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

სტატიის ავტორი
-