ჩაკვეტაძე ბრუნდება – გიორგი გენტის განაცხადშია

დღეს, თბილისის დრით 23 საათზე, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “გენტი” შინ “ვარეგემს” დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე საათით ადრე “გენტმა” სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა. ძირითად 11-ეულში ვერა, თუმცა სათადაროგო სკამზე ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელსაც ტრავმის გამო აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

ჩაკვეტაძე ბრუნდება - გიორგი გენტის განაცხადშია 1

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 8 თვის წინ მუხლი დაიზიანა და ოპერაციის გაკეთება მოუწია.

აქვე გეტყვით, რომ “გენტის” სათადარიგო სკამზეა 26 წლის ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაიაც.

ჩაკვეტაძე ბრუნდება – გიორგი გენტის განაცხადშია

სტატიის ავტორი
-