ჩაკვეტაძე ფორმაში შედის – პარტიზანთან მატჩში ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, ბელგიურმა “გენტმა” სტუმრად ბელგრადში, სერბული “პარტიზანი” (1:0) დაამარცხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე. “ბუფალოების” მეათე ნომერმა, მოედანზე 80 წუთი გაატარა და ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული იყო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ერთ-ერთ საუკეთესოდაც დაასახელეს.

Sofascore-მა 22 წლის ფეხბურთელი 7.7 კოეფიციენტით შეაფასა, რაც შეხვედრაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, ხოლო ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დეტალური შეფასება ასე გამოიყურება:

ბურთთან შეხება: 54

კარისკენ დარტყმა: 2/1

დაბლოკილი დარტყმა: 1

წარმატებული დრიბლინგი: 5/6

პასის სიზუსტე: 29/31 (94%)

საკვანძო გადაცემა: 4

დიაგონალური პასი: 1/1

გრძელი პასი: 1/2

მოგებული ორთაბრძოლა მიწაზე: (11/14)

საჰაერო ორთაბრძოლები: 2/3

ბურთის დაკარგვა: 7

მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 3

ჩაჭრა: 3

გადაადგილების რუკა:

ჩაკვეტაძე ფორმაში შედის - პარტიზანთან მატჩში ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო 1

ჩაკვეტაძე ფორმაში შედის – პარტიზანთან მატჩში ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

სტატიის ავტორი
-