ჩალჰანოღლუს მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა

“მილანი” ჰაკან ჩალჰანოღლუსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ინფორმაცია იტალიურ პრესაში ვრცელდება.

თურქი ფეხბურთელის აგენტი გორდონ სტრიპიჩი ივლისის საწყის დღეებში “როსონერის” აღმასრულებელ დირექტორს ივან გაზიდისს შეხვდება და საქმე ლოგიკურ ფინიშამდე მივა.

26 წლის მარცხენა შემტევი “შავ-წითლებს” 2017 წლის ზაფხულში, ლევერკუზენის “ბაიერიდან” 23 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. მის აქტივში 118 შეხვედრაში 17 გოლი და 30 საგოლე გადაცემაა.

ჩალჰანოღლუს მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა

სტატიის ავტორი
-