ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი ავტოავარიისას გარდაიცვალა

ჩეხეთის ნაკრების 28 წლის შემტევი იოზეფ სურალი ანტალია-ალანიას გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ის და მისი რამდენიმე თანაგუნდელი სტადიონიდან ქალაქში ბრუნდებოდა “კაისერსპორთან” საშინაო ფრის (1:1) შემდეგ. დაშავებულია “ტოტენჰემისა” და “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი სტივენ კოლკერი და ასევე “ნიუკასლის” ყოფილი ფეხბურთელი პაპის დემბა სისე. გავრცელებული ინფორმაციის მინიბასის მძღოლს რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა ჩაეძინა. კლუბის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით ორივე მძღოლს რომელიც ტრანსპორტში იმყოფებოდა ეძინა. სურალს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 1 გოლი ჰქონდა გატანილი, მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი ავტოავარიისას გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-