ჩეხურმა გრანდმა საკუთარი სტადიონის სათადარიგო სკამები ლუდის ქილის ფორმით შეფუთა (ფოტოები)

ჩეხეთის 5-გზის ჩემპიონმა და ერთ-ერთმა გრანდმა, საფეხბურთო კლუბმა “პლზენმა” საკუთარ მოედანზე სათადარიგო სკამები ლუდის ქილის ფორმით შეფუთა.

მიზეზი კი ის იყო, რომ მათ კონტრაქტი გააფორმეს ერთ-ერთ ჩეხურ ლუდთან “Gambrinus”-თან და თანამშრომლობა დაიწყეს, რის შემდეგაც ასეთი საინტერესო სურათი მივიღეთ.

ჩეხურმა გრანდმა საკუთარი სტადიონის სათადარიგო სკამები ლუდის ქილის ფორმით შეფუთა (ფოტოები) 1

ჩეხურმა გრანდმა საკუთარი სტადიონის სათადარიგო სკამები ლუდის ქილის ფორმით შეფუთა (ფოტოები) 2

სათადარიგო სკამებში ჩამონტაჟებულია უმაღლესი დონის ტყავის სავარძლები, რომელიც ავტომატურად თბება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1997 წელს, “პლზენის” ლეგენდარული ფეხბურთელი სტანისლავ სტროუნჩი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ “Gambrinus” ლუდსახარშში მუშაობდა.

 

ჩეხურმა გრანდმა საკუთარი სტადიონის სათადარიგო სკამები ლუდის ქილის ფორმით შეფუთა (ფოტოები)

სტატიის ავტორი
-