არსენალი რეალის ფეხბურთელში 32 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის, ლუკას ვასკესის გადაბირებით დაინტერესდა.

ესპანური AS-ის ინფორმაციით, ინგლისურმა გუნდმა 28 წლის ვინგერის სანაცვლოდ 32 მილიონი უკვე გაამზადა.

ცნობილია, რომ “არსენალთან” ერთად ვასკესის შეძენა “ინტერს”, “პსჟ”-სა და “ბაიერნს” სურს.

ლუკასმა გასულ სეზონში “რეალის” მაისური 44-ჯერ მოირგო. მის ანგარიშზე 5 გოლია.

არსენალი რეალის ფეხბურთელში 32 მილიონს იხდის

სტატიის ავტორი
-