საყიდლებზე წასული აუგსბურგის მწვრთნელი სეზონის განახლებას გამოტოვებს

როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის ჩემპიონატი ხვალ განახლდება. ბუნდესლიგა პირველი ჩემპიონატია ევროპაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაიწყება.

“აუგსბურგის” მთავარი მწვრთნელი ჰეიკო ჰერლიხი სეზონის განახლებას გამოტოვებს. გერმანელმა სპეციალისტმა კარანტინის პირობები დაარღვია. როგორც ცნობილია, ჰერლიხმა გუნდის სასტუმრო დატოვა, რათა კბილის პასტა ეყიდა.

“აუგსბურგის” თავკაცი გუნდს მანამ ვერ შეუერთდება, სანამ კორონავირუსზე ორ ტესტს არ გაიკეთებს.

“აუგსბურგი” ხვალ საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგს” მიიღებს. მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

საყიდლებზე წასული აუგსბურგის მწვრთნელი სეზონის განახლებას გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-