რომას თავდამსხმელი კარიერას ბაიერში გააგრძელებს 

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ რომას აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა პატრიკ შიკმა ლევერკუზენის “ბაიერთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. სატრანსფერო თანხა 27 მილიონი ევრო იქნება, ამას ემატება პრემიები. ტრანსფერი ოფიციალურად მალე გამოცხადდება.

24 წლის ჩეხმა ფეხბურთელმა, რომელიც წინა სეზონში “ლაიფციგში” იყო განათხოვრებული, “რომაში” 2017-19 წლებში 58 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

რომას თავდამსხმელი კარიერას ბაიერში გააგრძელებს 

სტატიის ავტორი
-