უპამეკანო არ იყიდება – ლაიფციგი მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

როგორც იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს სტატიიდან ვიგებთ, “ლაიფციგი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალური მცველის დიოტ უპამეკანოს გასხვისებას არ აპირებს. გერმანული კლუბი ამ მხრივ მიღებულ ყველა შემოთავაზებას უარყოფს.

ფრანგი ფეხბურთელის შეძენის ყველაზე აქტიური მსურველები ინგლისის პრემიერლიგის გრანდები “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” არიან, დაინტერესებულია მიუნხენის “ბაიერნიც“.

რაც შეეხება თავად 22 წლის უკანახაზელს, მას ზაფხულამდე კლუბში დარჩენა. შემდეგ კი ახალ საფეხურზე გადასვლა სურს. როგორც მისი აგენტი განმარტავს, მათ უკვე არაერთი საქმიანი შეთავაზება მიიღეს.

“რედ ბულის” კლუბთან უპამეკანოს კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, რომელშიც გაწერილია მისი გამოსყიდვის თანხა და ის 42 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში უპამეკანომ 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

უპამეკანო არ იყიდება – ლაიფციგი მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

სტატიის ავტორი
-