ინგლისური გუნდი კარასკოს არ ეშვება

ლონდონის “არსენალი” ჩინური “დალიანის” ფეხბურთელს, იანიკ კარასკოს არ ეშვება.

ინგლისური გუნდს “ატლეტიკოს” ყოფილი ვინგერის თავის გუნდში ხილვა იანვარშიც სურდა, თუმცა “დალიანს” კარასკოს არენდით გაშვება არ სურდა.

ახლა კი, ინგლისური პრესა გვატყობინებს, რომ იჯარაზე საუბარი შეწყდა და “არსენალი” ზაფხულში კარასკოს სანაცვლოდ ფულის გადახდას აპირებს.

უნდა ითქვას, რომ იანიკი ჩინეთში წელიწადში 8 მილიონ ევროს იღებს, ასეთი მაღალი ხელფასის ფაქტორმა, შესაძლოა, “მეთოფეებს” ხელი შეუშალოს.

ინგლისური გუნდი კარასკოს არ ეშვება

სტატიის ავტორი
-