კაფუ ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველად დაასახელეს

ინგლისურმა გამოცემამ Sportbible ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.

მკითხველებს თავიანთი რჩულების დასახელება 4 ფეხბურთელიდან შეეძლოთ: კაფუ, ფილიპ ლამი, დანი ალვეში და ხავიერ ძანეტი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 40 000-მდე ადამიანმა მიიღო, კაფუ კი ხმების 43%-ით ხალხის ფავორიტი გახდა.

მე-2 ადგილზეა ლამი, მე-3 პოზიცია დანი ალვეშს ერგო, ბოლოზე კი ძანეტი გავიდა.

კაფუ ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველად დაასახელეს

სტატიის ავტორი
-