Marca-ს მსაჯმა განაცხადა, რომ ვინიციუსზე პენალტი დასანიშნი იყო

რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა.

კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა.

ესპანური გამოცემის – Marca-ს მსაჯი, ანდუარ ოლივეირა პირველ ტაიმის საკამათო ეპიზოდს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სემედომ საჯარიმოში ვინიციუსი წააქცია, თუმცა მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.

“აშკარაა, რომ ვინიციუსის წინააღმდეგ წესები დაირღვა, ეს თერთმეტმეტრიანი იყო,” – განაცხადა Marca-ს მსაჯმა.

Marca-ს მსაჯმა განაცხადა, რომ ვინიციუსზე პენალტი დასანიშნი იყო

სტატიის ავტორი
-