მილანს მანჩესტერის ფეხბურთელი სურს

ბელგიურ პრესაზე დაყრდნობით, “მილანის” მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს საკუთარ გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, მარუან ფელაინის ხილვა სურს. წყაროზე დაყრდნობით, მილანის სპორტული დირექტორი ლეონარდო და პაოლო მალდინი უკვე გაესაუბრნენ “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას და ფელაინის სატრანსფერო ფასიც მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელ ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდის” მკვიდრებთან კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება და გამომდინარე აქედან მისი სატრანსფერო ფასი “როსონერისთვის” ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა თუ რამხელა ხელფასს მოითხოვს მარუანი.

როგორც ჩანს ჯენარო გატუზოს, გუნდში თავისი სტილის ფეხბურთელის ხილვა სურს, “იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს კი პირიქით, ფელაინის სტილის ფეხბურთელები არ მოსწონს და რაც იგი ჩაუდგა გუნდს სათავეში მარუანმა მოედანზე სულ რამდენიმე წუთი დაჰყო.

მილანს მანჩესტერის ფეხბურთელი სურს

სტატიის ავტორი
-