მინოლე: “ბრიუგეს შემტევები ფირმინოზე კარგი შემსრულებლები არიან”

სიმონ მინოლემ ბელგიურ მედიასთან “ლივერპულის” ფეხბურთელებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის მეკარე ინგლისში გატარებული 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და “ბრიუგეს” რიგებში თამაშობს.

მერსესაიდელთა ყოფილმა მოთამაშემ ყოფილი თანაგუნდელები, მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო “ბრიუგეს” ფეხბურთელებს შეადარა.

“იანს ვანაკენი და რუუდ ვორმერი შესანიშნავი შემსრულებლები არიან. რა თქმა უნდა, სალაჰიც და ფირმინოც გენიალური მოთამაშეები არიან, თუმცა “ბობი” “ქილერად” არ დაბადებულა.

ისიც კი შემიძლია ვთქვა, რომ ვანაკენი და ვორმერი ამ ასპექტში ფირმინოზე უკეთესები არიან, სალაჰთან მათი შედარებაც სავსებით შესაძლებელია,” – თქვა მინოლემ.

 

მინოლე: “ბრიუგეს შემტევები ფირმინოზე კარგი შემსრულებლები არიან”

სტატიის ავტორი
-