მოისე კინის დედა: “ფული არ გვქონდა, ჩემი შვილის ზარმა კი ყველაფერი შეცვალა”

ტურინის “იუვენტუსს” 19 წლის მოისე კინის სახით ძალიან ძლიერი თავდამსხმელი ეზრდება.

ფეხბურთელმა უკვე ითამაშა იტალიის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 2 გოლი გაიტანა, მიმდინარე სერია ა-ში კი 4 გოლი შეაგდო.

მოისე კინის დედა, იზაბელა კინი იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისმა შვილმა “იუვესთან” კონტრაქტი გააფორმა.

“ფული არ გვქონდა, ჩემმა შვილმა კი დილის 6-ის ნახევარზე სამსახურში დამირეკა. მას ვუთხარი: “არ თქვა, რომ “იუვესთან” ხელშეკრულება ვერ გააფორმე.” მოისემ კი მიპასუხა: “დღეიდან სამსახურს დატოვებ და ჩემთან ერთად ტურინში წამოხვალ,” – თქვა იტალიელი თავდამსხმელის დედამ.

 

მოისე კინის დედა: “ფული არ გვქონდა, ჩემი შვილის ზარმა კი ყველაფერი შეცვალა”

სტატიის ავტორი
-