მოურინიოს რეალში პრემიერლიგის ფეხბურთელების მიყვანა უნდოდა

ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალში” მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ დიდი გეგმები ჰქონდა.

ესპანური მედიოს ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს “ბლანკოსში” ვან დაიკისა და დე ხეას მიყვანა უნდოდა.

მოურინიო მადრიდელთა პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს არწმუნებდა, რომ ეს პოზიციები გუნდში ყველაზე პრობლემური იყო.

შეგახსენებთ, რომ მედიაში მოურინიოს “რეალში” დაბრუნების შესახებ იწერებოდა, თუმცა “თეთრებს” სათავეში კვლავ ზინედინ ზიდანი ჩაუდგა.

მოურინიოს რეალში პრემიერლიგის ფეხბურთელების მიყვანა უნდოდა

სტატიის ავტორი
-