ოფიციალურად: დაუშვილი ქეცბაიას გუნდის ფეხბურთელია

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბუბა დაუშვილი კარიერას ფამაგუსტას “ანორთოსისში” გააგრძელებს.

თემურ ქეცბაიას გუნდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მე-4 ქართველი ფეხბურთელი დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისთან” კონტრაქტი გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და ნიკა კაჭარავამაც გააფორმეს.

რაც შეეხება დაუშვილს, 30 წლის ნახევარმცველი კვიპროსული გუნდის შემადგენლობაში 2021 წლამდე ითამაშებს.

ბუბა ბოლოს უნგრულ “ჰალაბაშში” იყო, სადაც 18 მატჩი ჩაატარა.

ოფიციალურად: დაუშვილი ქეცბაიას გუნდის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-