პეპ გვარდიოლა: ” ფილ ფოდენი ყველაზე დიდი ტალანტია, ვინც კი ოდესმე მინახავს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ინგლისელი ნახევარმცველი, ფილ ფოდენი შეაქო და მას უდიდესი ტალანტი უწოდა.

“ის საუკეთესო ტალანტია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მის პრობლემა მხოლოდ მისი მენეჯერია, რომელიც ხანდახან სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებს. ის 90 წუთს იმსახურებს, თუმცა ასეთ კონკურენციაში ეს ადვილი არ არის. ფილი ბრწყინვალედ მუშაობს და მან იცის რომ მე აქ მის დასახმარებლად ვარ”, – განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების წევრმა, გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლა: ” ფილ ფოდენი ყველაზე დიდი ტალანტია, ვინც კი ოდესმე მინახავს”

სტატიის ავტორი
-