ჯორჯო კიელინი: “ეს რომ გავიგე, ბონუჩის ვუთხარი, რომ დიდ შეცდომას უშვებდა”

ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ დაცვის ცენტრში თავისი მრავალწლიანი მეწყვილის და ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, ლეონარდო ბონუჩის გადაწყვეტილება გაიხსენა, რომელიც მან 2017 წელს მიიღო და “ბებერი ქალბატონიდან” ერთ-ერთი უშუალო კონკურენტის, “მილანის” რიგებში გადაბარგდა.

“როდესაც მან შემატყობინა, რომ ის “იუვედან” წასვლას აპირებდა, მე ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი. მე მას ბევრი მივწერე, რა თქმა უნდა, პირადში, რადგან მე ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც გარკვეული ურთიერთობების კონფიდენციალურობა უყვარს.

ერთ დილას ეს ამბავი მითხრა, გადაწყვეტილების მიღების პირველი დღეები იყო, პირადად მესაუბრა, საღამოს კი გრძელი მესიჯი მივწერე.

ცხოვრებისეულ არჩევანს აუცილებლად უნდა შეეგუო, მაგრამ ის რომ ერთი თვის წინ, შვებულებაში მარტო არ წასულიყო, არამედ ჩვენ ერთად წავსულიყავით დასასვენებლად სხვა წლების მსგავსად, ჩემი აზრით ის “მილანში” არ წავიდოდა, დარწმუნებული ვარ.

მე ვაიძულებდი მას ოდნავ გაეფართოვებინა თავისი შეხედულება, მივახვედრებდი, რომ ის შეცდომას უშვებდა, რომ “მილანი” მთელი პატივისცემის მიუხედავად, არ იყო მადრიდის “რეალი”, დღევანდელი “მილანიც” კი, ნამდვილად არ წაადგებოდა მას კარგად. ფაქტობრივად, მაშინ ძალიან მალე მიხვდა შეცდომას, თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინ მე არ ვიღებდი გადაწყვეტილებას ლეოს მაგივრად, მე არაფერს ვწყვეტ ჩემს სახლშიც კი”, – თქვა 37 წლის ცენტრალურმა მცველმა.

ბონუჩის და კიელინის ცენტრალური დაცვის დუეტი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. მათ ერთად როგორც საკლუბო დონეზე არაერთი ტიტული, ისე იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. ლეონარდო ბონუჩი “ზებრების” შემადგენლობაში, “როსონერიში” გატარებული 1 სეზონის შემდეგ დაბრუნდა და მას მერე, გუნდის ღირსებას იცავას.

ჯორჯო კიელინი: “ეს რომ გავიგე, ბონუჩის ვუთხარი, რომ დიდ შეცდომას უშვებდა”

სტატიის ავტორი
-