კონტე: “ინტერის პროექტი მხოლოდ 7 თვეა დაიწყო და იუვენტუსის დამარცხება ჯერ ადრეა”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ტურინის “იუვენტუსთან” (0:2) წაგებული შეხვედრა შეაფასა.

“პირველი გოლის გაშვებამდე თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, მაგრამ რემზის გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა.

ახლა ჩვენსა და “იუვენტუსს” შორის განსხვავება უკვე 6 ქულაა, მაგრამ ერთით მეტი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ “ბებერ ქალბატონს” მხოლოდ უშუალოდ მათთან წაგებული 2 შეხვედრით ჩამოვრჩებით. 

ჩვენი მთავარი პრობლემა ხასიათშია, რომლის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ, იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. “ინტერის” აღორძინების პროექტი მხოლოდ 7 თვეა დაიწყო და ამ მოკლე პერიოდში ისეთი გუნდის ძლევა, რომელიც ტიტულს 8 წელია არ თმობს, ძალიან ძნელია.

რაც შეეხება კორონავირუსის გამო მატჩების გადადებას, ჩვენ ყველას გვყავს ოჯახი და მათ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. მჯერა, რომ გადაწყვეტილება სწორედ ჩვენი ძვირფასი ადამიანების დაცვის მიზნით იქნა მიღებული”, – თქვა გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა.

ბიანკონერი” იტალიის ჩემპიონატს 63 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს უკვე “ლაციო” იკავებს, რომელიც მოქმედ ჩემპიონს მინიმალური სხვაობით ჩამორჩება და მათთან დაპირისპირებაც უწევს, კონტეს გუნდი 54 ქულით მესამე ადგილზეა.

ასევე იხილეთ: ოფიციალური ინფორმაციით, Seria A ერთი თვით შეწყდა

კონტე: “ინტერის პროექტი მხოლოდ 7 თვეა დაიწყო და იუვენტუსის დამარცხება ჯერ ადრეა”

სტატიის ავტორი
-