“კვარაგოლია, კვარაასისტია” – სერია A ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ დებიუტს ორიგინალურად ეხმაურება

იტალიის სერია A-მ ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო მატჩში ნაჩვენები თამაში შეაფასა და მას ორიგინალური პოსტი მიუძღვნა.

კვარაგოლია, კვარაასისტია. ხვიჩას “ნაპოლიში” დასამახსოვრებელი დებიუტი ჰქონდა”, – წერს იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი.

ჰელას ვერონას” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (5:2) შემდეგ, ნეაპოლიტანელებმა სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვეს, შემდეგ შეხვედრას კი 21 აგვისტოს “მონცას” წინააღმდეგ გამართავენ.

“კვარაგოლია, კვარაასისტია” – სერია A ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ დებიუტს ორიგინალურად ეხმაურება

სტატიის ავტორი
-