მარიო რუი: “კვარაცხელიას დრო სჭირდება, თუმცა მას დიდი პოტენციალი აქვს”

“ნაპოლის” მარცხენა მცველმა, მარიო რუიმ იტალიურ მედიასთან მოახლოებული საფეხბურთო სეზონისა და სერია A-სთვის სამზადისის პროცესზე ისაუბრა.

31 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და თქვა, რომ მისი მონაცემები ძალიან მოსწონს.​

“ჩვენ აღარ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ინსინიე და სხვები არიან, მაგრამ არიან ძლიერი მოთამაშეებიც, რომლებსაც სურთ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.

ჩემი აზრით, კვარაცხელია მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია. ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ძლიერი პოტენციალის შემჩნევა უბრალო დრიბლინგებით და პასებითაც კი შესაძლებელია. ის ძალიან დაგვეხმარება”, – თქვა მარიო რუიმ.​

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ივლისის დასაწყისში შეუერთდა და ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. საერთო ჯამში, მოედანზე გატარებულ 90 წუთში, კვარაცხელიამ 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

 

მარიო რუი: “კვარაცხელიას დრო სჭირდება, თუმცა მას დიდი პოტენციალი აქვს”

სტატიის ავტორი
-