ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსში დაბრუნდა 

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – მასიმილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდა.

იტალიელი სპეციალისტი ყოფილ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს.

2-წლიანი პაუზის შემდეგ, 53 წლის სპეციალისტის “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” 2014-19 წლებში თავკაცობდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა 5-ჯერ სერია A, 4-ჯერ კოპა იტალია და 3-ჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსში დაბრუნდა 

სტატიის ავტორი
-