პელეს შემდეგ ბიკანიც – კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორიის რეკორდი გაიმეორა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლოანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მე-15 გოლით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, იოზეფ ბიკანის რეკორდი გაიმეორა.

საქმე ისაა, რომ 35 წლის თავდამსხმელისთვის ეს კარიერაში 759-ე გოლი გახლდათ, ამაზე მეტი კი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის ისტორიაში არავის გაუტანია. ამ შედეგით 5 ოქროს ბურთის მფლობელი ჩეხ ფორვარდს გაუთანაბრდა, რომელმაც თავისი 759 გოლი 1931-55 წლებში გაიტანა. ამრიგად, მეტოქის კარის კიდევ ერთხელ დალაშქვრის შემთხვევაში, “ბებერი ქალბატონის” გოლეადორი ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

მიმდინარე სეზონში CR7-ის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში გატანილი 19 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. 15 გოლით რონალდუ სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

იხილეთ მიმოხილვა: იუვენტუსი 3:1 სასუოლო

პელეს შემდეგ ბიკანიც – კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორიის რეკორდი გაიმეორა

სტატიის ავტორი
-