სინიშა მიხაილოვიჩმა კორონავირუსიც დაამარცხა 

“ბოლონიას” მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

51 წლის სპეციალისტს კორონავირუსზე ორჯერ გამოკვლევა ჩაუტარდა და ტესტის შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა.

8 სექტემბერს, მიხაილოვიჩი გუნდთან მუშაობას განაახლებს. COVID19-ით სერბი თავკაცი 23 აგვისტოს დაინცფიცირდა.

უფრო ადრე, მიხაილოვიჩს გაცილებით მძიმე დაავადებაც დაუდგინდა, თუმცა “რომას”, “ლაციოს” და “ინტერის” ყოფილმა მცველმა სიმსივნის დამარცხებაც მოახერხა.

წინა სეზონში მიხაილოვიჩის გაწვრთნილმა “ბოლონიამ” სერია A-ში მე-12 პოზიცია დაიკავა.

სინიშა მიხაილოვიჩმა კორონავირუსიც დაამარცხა 

სტატიის ავტორი
-