ჩაგდებული მესამე პერიოდი – დინამო ჩემპიონთა ლიგაში დამარცხდა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი “დინამო თბილისმა” ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის შეხვედრას უმასპინძლა.

თბილისის საწყალოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” გამართულ შეხვედრაში, “დინამომ” ბუდაპეშტის “ოესცე” მიიღო და 8:14 დამარცხდა. ქართველმა წყალბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, წინ სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ და პირველი მეოთხედი მოიგეს კიდეც (3:2).

შეხვედრის გადამწყვეტი ეპიზოდი მესამე პერიოდი გამოდგა, როცა უნგრელებმა ანგარიში სათავისოდ შემოატრიალეს და წინ (10:4) გავიდნენ.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა დასკვნით მეოთხედში ძალები მოიკრიბეს და ბოლო პერიოდში მეტოქეს ფრე – 4:4 ეთამაშეს.

“დინამომ” ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ევროპის 16 საუკეთესო გუნდი გამოდის 3-დან 3 მატჩი წააგო და B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ქართული კლუბი შემდეგ შეხვედრას 9 ნოემბერს, ისევ უნგრეთის წარმომადგენელ “ფერენცვაროშთან“, კვლავ თბილისში გამართავს.

ჩაგდებული მესამე პერიოდი – დინამო ჩემპიონთა ლიგაში დამარცხდა

სტატიის ავტორი
-