სტარიჯი: “მკვდარი ვარ, გთხოვთ, იპოვეთ ჩემი ძაღლი”

დანიელ სტარიჯმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გვამცნო, რომ მისი სახლი ლოს-ანჯელესში გაძარცვეს.

ინგლისელი ფეხბურთელის სახლიდან ძაღლი წაიყვანეს, რომლის დაკარგვასაც სტარიჯი ძალიან განიცდის.

“ვიღაცამ დღეს ლოს-ანჯელესში ჩემი სახლი გატეხა და ძაღლი წაიყვანა. გთხოვთ, ვინც არ უნდა იყოთ, დამეხმარეთ მის პოვნაში.

მინდა ვიცოდე ვინ გააკეთა ეს და რა ხდება ჩემს თავს. რომელ გიჟს შეუძლია გაძარცვოს სახლი ლოს-ანჯელესში და იქიდან ძაღლი წაიყვანოს?! მკვდარი ვარ, იპოვეთ ჩემი ძაღლი და ყველაფერს გადავიხდი,” – თქვა სტარიჯმა.

 

სტარიჯი: “მკვდარი ვარ, გთხოვთ, იპოვეთ ჩემი ძაღლი”

სტატიის ავტორი
-