“ჯენოამ”, რომელმაც ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან აურელიო ანდრეაცოლი გაუშვა.
მის ადგილს “ჯენოაში” იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ტიაგო მოტა დაიკავებს.
ამის შესახებ გენუელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.
🔴🔵 Benvenuto, mister Thiago Motta! ➡️ https://t.co/UiwxOcIzvx pic.twitter.com/aiDt5T34Et
— Genoa CFC (@GenoaCFC) October 22, 2019
37 წლის მოტა “პსჟ”-ს ახალგაზდდულ გუნდებში მუშაობდა. იტალიელი ნახევარმცველი ბოლოს სწორედ პარიზელთა რიგებში თამაშობდა. ტიაგოს “ბარსელონას”, “ინტერისა” და “ატლეტიკოს” მაისურიც ჩაუცვამს. 08/09 წლების სეზონი მან “ჯენოაში” გაატარა.