ჩემპიონთა ლიგა – დინამო ბათუმის 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილია!

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე ერთი დღით ადრე, “დინამო ბათუმის” 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილი გახდა.

UEFA-მ 15-15 განთესილი და განუთესავი (მათ შორისაა “დინამო ბათუმი) 3 სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მესამე ჯგუფში მოხვდა, რისი მიხედვითაც, პოტენციური მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) – 25.000
შერიფი (მოლდოვა) – 22.500
სლოვან ბრატისლავა (სლოვაკეთი) – 13.000
ლინკოლნი (გიბრალტარი)  – 7.250
შემროკ როვერსი (ირლანდია ) –  7.000

ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი რაუნდის წილისყრა ხვალ, 14 ივნისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა – დინამო ბათუმის 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილია!

სტატიის ავტორი
-