ჩემპიონთა ლიგა – დინამო თბილისის 4 პოტენციური მეტოქე ცნობილია

ხვალ UEFA-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წელს საქართველოს “დინამო თბილისი” წარადგენს. კახაბერ ცხადაძის გუნდის 4 სავარაუდო მეტოქე პირველ შესარჩევ რაუნდში ცნობილია.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ახალ სეზონშიც განთესილთა შორის იქნება.

შახტიორი სოლიგორსკი (ბელარუსი),  ნეფთჩი ბაქო (აზერბაიჯანი), მაქაბი ჰაიფა (ისრაელი), ტეუტა (ალბანეთი) – ასე გამოიყურება “დინამო თბილისის” პოტენციური მეტოქეების სია.

“დინამოსთან” ერთად განთესილები ლუდოგორეცი (ბულგარეთი), შერიფი (მოლდოვა) და ქაირათი (ყაზახეთი) არიან – მათ კი თბილისელები ვერ შეხვდებიან.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 15 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა – დინამო თბილისის 4 პოტენციური მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-