​ჩიჩარიტოს ამერიკული ოცნება

მექსიკელი თავდამსხმელი ჩიჩარიტო შესაძლოა MLS-ში გადაბარგდეს. “სევილიას” ფორვარდი ევროპული ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობს და ამერიკული კლუბების შეთავაზებებს განიხილავს.

MLS-ში წავალ თუ არა?, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ჩემი მომავლის შესახებ ყოველთვის ვფიქრობ და ყველა შემოთავაზებას სერიოზულად განვიხილავ.

MLS-ი დიდი მშენებარე პროექტია, რომელიც ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ყოველი ახალი ლიგა ახალი გამოწვევაა”, – თქვა 31 წლის ფორვარდმა.

ხავიერ ერნანდესი “სევილიაში” მიდმინარე წლის ზაფხულში, “ვესტ ჰემიდან“, 8 მილიონ ევროდ გადაბარგდა. ამ სეზონში “მანჩესტერის” ყოფილმა თავდამსხმელმა ესპანური კლუბის მაისურით 12 შეხვედრაში ითამაშა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

​ჩიჩარიტოს ამერიკული ოცნება

სტატიის ავტორი
-