ჩილავერტი მესის მხარდაჭერას უცხადებს

პარაგვაული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ხოსე ლუის ჩილავერტი ლიონელ მესის მხარს უჭერს.

პარაგვაის ნაკრების ყოფილი მეკარის თქმით, ის მესის ეთანხმება და ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ ბრაზილია ჩემპიონი გამხდარიყო.

“სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია ფეხბურთს კლავს. თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რატომ აკისრებენ მესის სანქციებს? ფეხბურთელებმა ბოიკოტი უნდა გამოაცხადონ. VAR-ი საფეხბურთო კორუფციის ერთ-ერთი საშუალებაა” – განაცხადა ჩილავერტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის მსაჯობა გააკრიტიკა და ისინი კორუფციაში დაადანაშაულა.

ჩილავერტი მესის მხარდაჭერას უცხადებს

სტატიის ავტორი
-