ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში დანაკლისით ჩამოდის

ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთან გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება.

“ჯვაროსნების” მომდევნო მეტოქე თბილისში 4 ფეხბურთელის გამოკლებით ჩამოდის. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის თანახმად, ტრავმირებულები არიან შემტევები: დანიელ ავრამოვსკი და ივან ტრიჩკოვსკი, მცველი – კირა რისტევსკი, ხოლო მეკარე – სტოლე დიმიტრიევსკი.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C ლიგის პირველ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიელებმა შინ სომხეთი 2:1 დაამარცხეს.

 

 

ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში დანაკლისით ჩამოდის

სტატიის ავტორი
-