დალო და ბრუნო კრიშტიანუ რონალდუს ცუდად შეხვდნენ

კრიშტიანუ რონალდუმ ბრიტანელ ჟურნალისთან – პირს მორგანთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა განაცხადა, რომ პატივს არ სცემს “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელს – ერიკ ტენ ჰაგს, რაზეც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ კრიშტიანუ მის კლუბში ზედმეტ ადგილს იკავებს და მან “მანჩესტერ იუნაიტედში” აღარ უნდა ითამაშოს.

კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისი დატოვა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების შეკრებას პორტუგალიაში შეუერთდა, ხოლო 15 ნოემბერს კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყატარში გაემგზავრება.

სანაკრებო შეკრებაზე მისულ კრიშტიანუ რონალდუს მისი “მანჩესტერის” თანაგუნდელები – ბრუნო ფერნანდეში და დიოგუ დალო ცივად შეხვდნენ. კერძოდ, ბრუნო ფერნანდეშმა მას თავდაპირველად ხელი არ ჩამოართვა, შემდეგ კი ცივად მიესალმა, რაზეც კრიშტიანუ რონალდუმ უკმაყოფილება ვერ დამალა.

https://twitter.com/ESPNFC/status/1592434781555400704?fbclid=IwAR3Csa-owPAI8mSg8aDpFVV4CmGvtcBLMoYsh4PjS6HklFdsg5xa_HLrOSw

ხოლო რაც შეეხება “წითელი ეშმაკების” მარჯვენა მცველს – დიოგუ დალოს, პორტუგალიის ნაკრების შეკრებიდან ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად დალო ფოტოს იღებს, თუმცა მისი სახე ყველაფერს ამბობს.

https://twitter.com/UnitedStandMUFC/status/1592220389656363010?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1592220389656363010%7Ctwgr%5Ed10d5caace4b746d313ba49f5a3fe1e949bc4bdc%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.givemesport.com%2F88083967-cristiano-ronaldo-diogo-dalots-face-while-next-to-man-utd-teammate-on-portugal-duty&fbclid=IwAR1y43fJLcgnapC8cgYZVTZZwXiBwCyB0VGdtV_Y7NgcL3kJGLqfk7lnO5o
სწორედ ეს ფოტო, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანის სახუმარო თემა გახდა, რადგან ამ ფოტოზე დალოს სახის გამომეტყველებით ნათლად ჩანს, რომ იგი კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღებით ბედნიერი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოხდება კრიშტიანუ რონალდუსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი და მისი აგენტი – ჟორჟე მენდეში “ბაიერნთან” მოსალაპარაკებლად უკვე იყვნენ.

დალო და ბრუნო კრიშტიანუ რონალდუს ცუდად შეხვდნენ

სტატიის ავტორი
-