დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს ფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩამდე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.

“შტურმის” ოფიციალური გვერდის თანახმად, ოთარ კიტეიშვილმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ის 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა.

იქიდან გამომდინარე, რომ ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება, ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიასთან ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს.

“ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ოთარმა ბოლო 3 თვეში მე-3 დაზიანება მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ კიტეიშვილი მოედანს მალე და უფრო ძლიერი დაუბრუნდება,” – განაცხადა გრაცის “შტურმის” მთავარმა მწვრთნელმა.

დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს ფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

სტატიის ავტორი
-