დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრების და დონეცკის “შახტარის” მცველი, დავით ხოჭოლავა, უკრაინის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

“შახტარმა ოლექსანდრიას გოლი მალევე გაუტანა, შესაბამისად, მასპინძლებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და შეტევაზე გადავიდნენ. შახტარის დაცვის ხაზი კი იდეალურ​ად თამაშობდა. გამორჩეული დავით ხოჭოლავა იყო, რომელიც ჩაჭრებში და ორთაბრძოლებში შეუცდომლად თამაშობდა”, – წერს უკრაინული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შახტარის” ღირსებას 2017 წლის 1 ივლისიდან იცავს და  სასიხარულოა, რომ იგი სტაბილურად თამაშობს “შახტარის” ძირითად გუნდში.

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სტატიის ავტორი
-