დე იონგის შემდეგ იუნაიტედი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე გადაერთვება

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” ჰქონდა მცდელობა, რომ შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრენკი დე იონგი “იუნაიტედში” გაეყიდა.

მიუხედავად მხარეების ინტერესისა, ტრანსფერი, ჯერ-ჯერობით, ვერ განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის დაწყებამდე ბევრი დრო არ რჩება, მანჩესტერულ კლუბს ალტერნატივის მოძებნა უწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” ახლა მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე გადაერთვებიან. სერბი ნახევარმცველით “იუნაიტედში” გასულ წელსაც დაინტერესდნენ, თუმცა “ლაციომ” სერგეი 100 მილიონად არ გაუშვა.

მილინკოვიჩ-სავიჩს “ლაციოსთან” ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება, თუმცა ტრანსფერის ხელისშემშლელი ფაქტორი, შესაძლოა, მანჩესტერელთა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა გახდეს.

 

დე იონგის შემდეგ იუნაიტედი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე გადაერთვება

სტატიის ავტორი
-