დებიუტი – კანკავამ ვალენსიენში პირველი მატჩი ჩაატარა

ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩატარა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი “ვალენსიენში” რამდენიმე დღის წინ გადავიდა.

ლიგა 2-ის 21-ე ტურში ჯაბას გუნდი სტუმრად “შატორუს” დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

34 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა დღევანდელი დაპირისპირება სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ კანკავა Sofascore-მ 6,5 ქულით შეაფასა. რაც შეეხება სტატისტიკას, ჯაბამ 60-დან 51 ზუსტი პასი გააკეთა (85%), 6-დან 4 საჰაერო, ჯამში კი 18-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო. გამოცდილმა ფეხბურთელმა 1 შეტევა მოიგერია, 3 ვარდნა შეასრულა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.

ლიგა 2-ში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ “ვალენსიენი” 28 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

 

დებიუტი – კანკავამ ვალენსიენში პირველი მატჩი ჩაატარა

სტატიის ავტორი
-