დიდი ალბათობით, მანჯუკიჩი იტალიაში დაბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, 34 წლის ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი “მილანს” შეუერთდება.

მანჯუკიჩისთვის სერია ა-ში თამაში უცხო არაა, ხორვატი თავდამსხმელი ტურინის “იუვენტუსში” 4 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 162 ჩატარებულ შეხვედრაში 44 გოლის გატანაც შეძლო.

იტალიური მედიის ცნობით მანჯუკიჩსა და “მილანს” შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღაა დასაზუსტებელი.

მოთამაშის აგენტები “მილანის” საბოლოო თანხმობას ელოდებიან ხელშეკრულების დასასრულებლად. მანჯუკიჩი “როსონერისთან” 6-თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი იქნება კონტრაქტის გახანგრძლივება. ხორავტი შემტევი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მანჯუკიჩის იტალიაში დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც.


 


იატალიელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელსა და “მილანს” შორის შეთანხმება მიღწეულია და ორშაბათს მანჯუკიჩი მილანში გაემაგზავრება სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მანჯუკიჩი ყატარში “ალ-დუჰაილის” ღირსებას იცავდა.

დიდი ალბათობით, მანჯუკიჩი იტალიაში დაბრუნდება

სტატიის ავტორი
-