დიდი ალბათობით | რაფაელ ლეაო მილანს ლივერპულთან გამოაკლდება

“მილანს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ მორიგი დანაკლისი აქვს.

კუნთის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით “ლივერპულის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს რაფაელ ლეაო.

22 წლის პორტუგალიელი სერია A-ს გასულ ტურში, “სალერნიტანასთან” მოგებულ (2:0) შეხვედრაში დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ “მილანისთვის” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესია. “სან სიროზე” “ლივერპულის” დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მილანელებმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვონ.

დიდი ალბათობით | რაფაელ ლეაო მილანს ლივერპულთან გამოაკლდება

სტატიის ავტორი
-